понедельник, 17 июля 2017 г.

პროექტის პორტფოლიო


     ინტელის ტრენინგი,პროექტებით სწავლება იყო  საინტერესო  და ჩემთვის ძალიან ბევრის მომცემი.პროექტებით სწავლება ყოველთვის მაინტერესებდა ამ ტრენინგით გავიგე ბევრი საინტერესო რამ პროექტებით სწავლებაზე.გავიგე თუ როგორ უნდა წარვმართო პროექტი, რომ დასახულ  მიზანს მივაღწიო.პროექტებში ჩართულობა ბავშვებს ხდის უფრო თავისუფალს და ცდილობენ უფრო აქტიურები გახდნენ, შევეცდები ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო და გავუზიარო სხვას.










вторник, 11 июля 2017 г.

 პროექტის მსვლელობისას საჭიროა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები,შევქმნათ ისეეთი პროდუქტი ,რომ ხელი შევუწყოთ მოსწავლის თვითრეგულირებას.დღეს გავეცანით მრავალმმრივ სააზროვნო უნარებს, პროექტის მსვლელობისას მოსწავლეებს უნდა გავუჭიოთ ფასილიტაცია.

понедельник, 10 июля 2017 г.

  დღევანდელლი დღე საინტერესო იყო,მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების მეთოდები  და ინსტრუმენტები დამეხმარება იმაში თუ როგორ შევაფასო მოსწავლე.            წინასწარ შევიმუშავებ შეფასების  კრიტერიუმებს,რაც საშუალებას მომცემს სწორად შევაფასო მოსწავლის ნამუშევრები,შეფასების ინსტრუმენტები საშუალებას მომცემს,რომ ბავშვებს  განუვითარდეთ ოცდამეერთე საუკუნის მაღალი სააზროვნო უნარები,საჭიროა შეფასების დაგეგმვა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის.  

вторник, 4 июля 2017 г.

     დღეს გავეცანით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებს, საჭიროა მოსწავლემ იცოდეს როგორი მოთხოვნები გვაქვს ნაშრომთან დაკავშირებით? რა ცოდნის დემონსტრირებას ველით მოსწავლისაგან?აუცილებელია ნაშრომების მრავალფეროვნება,უნდა პასუხობდეს მიზნებს.

понедельник, 3 июля 2017 г.

   დღეს ჩვენ გავეცანით უკუკავშირს, უკუკავშირის სწორად მიცემისათვის აუცილებელია შეფასების რუბრიკებისა და კრიტერიუმების ცოდნა, ტრენინგზე გავაკეთეთ უკუკავშირის სიმულაცია, რაც დამეხმარება  კოლეგებისთვის სწორი და ეფექტური უკუკავშირის მისაცემად.უკუკავშირისას საჭიროა რის მიხედვით შემაფასებენ შეკითხვა, კომენტარი, რჩევების მიცემა.

пятница, 30 июня 2017 г.

  დღევანდელი დღე ჩემთვის საინტერესო იყო,გავეცანით  შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს, რაც პროექტის მსვლელობისას ერთ-ერთი მთავარი საკითხია.სწორად შერჩეული  ინსტრუმენტები დამეხმარება  ბავშვები უფრო ეფექტურად ჩავრთო პროექტის მსვლელობაში და მივცე ინსტრუქტაჟი, სწორად შერჩეული შეფასების მეთოდები დამეხმარება სწავლის პროცესის გაანალიზებაში, მრავალფეროვანი სტრატეგია ხელს შემიწყობს მოვერგო სხვადასხვა სახის აქტივობებს,გეგმა კი კარგად წარმოაჩენს შეფასების ორმებისგამოყენების თანმიმდევრობას.

среда, 28 июня 2017 г.

დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო იმით რომ  გავიგეთ პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ.გავაანალიზე  ტრენერის მიერ მოწოდებული და საჭირო  მასალა, რაც დამეხმარება პროექტის დაგეგმაში.მიზნების სწორი გაწერა მეტად მნიშვნელოვანია არა მარტოპროექტის სწორად დაწყებაში, არამედ მოსწავლეებს საშუალებას მისცემს განუვითარდეთ მაღალი სააზროვნო უნარები. ვიმსჯელეთ და შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი კითხვები. ეს კითხვები გამოავლენს არა მარტო მოსწავლეთა საჭიროებებს არამედ  ფოკუსირებას მომცემს სწორი  მიმართულება  მივცე პროექტის მსვლელობას. სწორად დავაკავშირო გასავითარებელი უნარები მისაღწევ შედეგებთან.