დღევანდელი დღე ჩემთვის საინტერესო იყო,გავეცანით შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს, რაც პროექტის მსვლელობისას ერთ-ერთი მთავარი საკითხია.სწორად შერჩეული ინსტრუმენტები დამეხმარება ბავშვები უფრო ეფექტურად ჩავრთო პროექტის მსვლელობაში და მივცე ინსტრუქტაჟი, სწორად შერჩეული შეფასების მეთოდები დამეხმარება სწავლის პროცესის გაანალიზებაში, მრავალფეროვანი სტრატეგია ხელს შემიწყობს მოვერგო სხვადასხვა სახის აქტივობებს,გეგმა კი კარგად წარმოაჩენს შეფასების ორმებისგამოყენების თანმიმდევრობას.
пятница, 30 июня 2017 г.
среда, 28 июня 2017 г.
დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო იმით რომ გავიგეთ პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ.გავაანალიზე ტრენერის მიერ მოწოდებული და საჭირო მასალა, რაც დამეხმარება პროექტის დაგეგმაში.მიზნების სწორი გაწერა მეტად მნიშვნელოვანია არა მარტოპროექტის სწორად დაწყებაში, არამედ მოსწავლეებს საშუალებას მისცემს განუვითარდეთ მაღალი სააზროვნო უნარები. ვიმსჯელეთ და შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი კითხვები. ეს კითხვები გამოავლენს არა მარტო მოსწავლეთა საჭიროებებს არამედ ფოკუსირებას მომცემს სწორი მიმართულება მივცე პროექტის მსვლელობას. სწორად დავაკავშირო გასავითარებელი უნარები მისაღწევ შედეგებთან.
суббота, 24 июня 2017 г.
პროექტები ბავშვებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია, ის ხელს უწყობს ბავშვებში 21-ე საუკუნის უნარების განვითარებას.უყალიბებს მათ დამოუკიდებლად მუშაობის უნარებს, ეჩვევიან ერთმანეთთან თანამშრომლობას,რაც პროექტზე მუშაობისას ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.პროექტის მიმდინარეობის დროს ისინი მოიძიებენ და შეიცნობენ ახალს, მსჯელობენ და ეძებენ პრობლემის გადაჭრის გზებს,ეჩვევიან კვლევა-ძიებას.
Подписаться на:
Сообщения (Atom)